ჟოაო ფელიქსის ვალი

პორტუგალიელი სათადარიგოთა სკამზე უკვე ჩვეულებრივი ამბავია

ატლეტიკოს თამაშებს იპურუაზე (ეიბარის სტადიონი), ვანდა მეტროპოლიტანოზე, ლა ლიგაში ბარსელონასთან თუ ვალიადოლიდთან გასვლით შეხვედრაში ერთი საერთო ჰქონდა.


თითოეულ მათგანში როხიბლანკოს გოლი სჭირდებოდა და დიეგო სიმეონემ ჟოაო ფელიქსი მოედნიდან გაიყვანა...


ლა ლიგაში თითქმის 4 თვე გავიდა, რაც პორტუგალიელმა ბოლოს გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი მეტოქის კარი დეკემბრის შემდეგ აღარ აუღია. 


ამ ბოლო დროს, ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ატლეტიკო მატჩის ბოლო წუთებში იმარჯვებს, ჟოაო სათადარიგოთა სკამზე ვიხილოთ. 


ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, ესპანურ ფეხბურთთან ადაპტაცია სჭირდება და მისთვის სათამაშო დროის განსაზღვრისას მწვრთნელს სიფრთხილე მართებს.


გამართლება ყველაფერს მოეძებნება, თუმცა მისი პოზიციის ფეხბურთელს თავდაჯერების შესამატებლად გოლი ნამდვილად სჭირდება. 


22 თამაშიდან, რომელიც მან ჩაატარა, 16 მათგანში შეცვალეს, ორი კი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. 


საინტერესოა, რომ როდესაც ატლეტიკოს გოლი სჭირდებოდა და ის მოედანზე იყო, ასეთი შეხვედრებიდან 7 თამაშში შეცვალეს...


მას მძიმე შრომა მართებს, რათა იმ ფორმას დაუბრუნდეს, მოსამზადებელ ეტაპზე რომ აჩვენებდა...