ვალვერდედან სეტიენამდე - რა შეიცვალა?

რაც პირველივე შეხვედრაში გამოჩნდა...

ერთ დღეში არც რომი აშენებულა და არც საფეხბურთო გუნდის კონსტრუქცია შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუმცა, რაც არ უნდა იყოს, გრანადასთან (1:0) გამარჯვების შემდეგ, კიკე სეტიენის ხელი ბარსელონას უკვე შეეტყო.

 

რა განასხვავებს მას ვალვერდეს გუნდისგან?

 

დაცვაში უკეთესი ინტენსივობა

 
ძნელია გასახსენებელია, ბარსელონა დაცვაში ასეთი საიმედო ბოლოს როდის იყო. პიკე და უმტიტი მოწინააღმდეგეების შეტევებს ალღოს კარგად უღებდნენ და მათ გასაქანს არ აძლევდნენ. გრანადას ფეხბურთელებმა ტერ შტეგენის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს...

 

ფლანგის მცველები უფრო წინ

 

როდესაც ბარსელონა ბურთს აკონტროლებდა, სერხი რობერტო და ხორდი ალბა მოწინააღმდეგის მოედანში უფრო ღრმად შედიოდნენ, ვიდრე ამას ვალვერდეს დროს აკეთებდნენ. 

 

ბუსკეცის როლი

 

ვალვერდეს დროს, როდესაც ბარსელონას ბურთი ჰქონდა, ვხედავდით, რომ ბუსკეცი შედარებით უკან იხევდა - ახლა კი ასე არ იყო. ის მუდმივად მოედნის ცენტრში იდგა, საიდანაც თამაშზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა და თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობდა. 

 

სტატიკური 4-3-3-ის დასასრული

 

ვალვერდეს კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ის იყო, რომ 4-3-3 ტაქტიკას არასდროს ცვლიდა, მაშინაც კი, ის თუ არ ამართლებდა. 

 

სეტიენმა გუნდი 3-5-2 ტაქტიკით ათამაშა, რომელიც ფეხბურთელებს მეტი ვარიაციის საშუალებას იძლევა. 
ამან გუნდს მეტი მოქნილობა შემატა.

 

 

ბურთის კონტროლი

 

კიკეს გუნდებს ბურთი სჭირდება. გრანადასთან მატჩის დასრულების შემდეგ, ბარსას ბურთის ფლობა 82.6 პროცენტი ჰქონდა. ამ ყველაფერმა პეპის ბარსელონა გაგვახსენა. 

 

რიკი პუიგის ადგილი

 

20 წლის ფეხბურთელი შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე შემოვიდა და უშეცდომოდ ითამაშა. სწორედ მან დაიწყო ის კომბინაცია, რომელსაც, საბოლოოდ, მესის გოლი მოჰყვა.

 

არტურო ვიდალი ახლაც მნიშვნელოვანია

 

საინტერესოა, დე იონგისა და არტურ მელოს სრულფასოვანი დაბრუნების შემდეგ, ვიდალი ძირითადში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს თუ ვერა. 

 

მიუხედავად ამისა, ჩილელი ამტკიცებს, რომ ის ბარსელონასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გასახსენებლად, მესისთვის ქუსლით პასი რად ღირს...