აგენტი: კონორი მასვიდალს უნდა შეხვდეს

ამერიკელის აგენტმა კონორთან დაპირისპირება ისურვა

ხორხე მასვიდალი აგენტს, აბე კავას, მისი კლიენტისა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირება სურს. კავას თქმით, მასვიდალსა და ირლანდიელს შორის 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში დროებითი ტიტულისთვის შერკინება უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, დაზიანების გამო მოქმედი ჩემპიონი, კამარუ უსმანი გაურკვეველი დროით კარიერას ჩამოშორდა.

 

„როგორც ჩანს, უსმანი ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს. კონორი ჩხუბისთვის მზადაა. ხორხეც მზადაა. ბრძოლა დროებითი ტიტულისთვის საშუალო წონაში?“,- დაწერა კავამ საკუთარ ტვიტერზე.

 

 

შეგახსენებთ, მაკგრეგორმა 19 იანვარს ამერიკელი მოჩხუბარი, დონალდ სერონე მე-40 წამზე დააამარცხა. რაც შეეხება მასვიდალს, მან BMF-ის სატიტულო ბრძოლაში ნეით დიაზს სძლია.