კლინსმანი: ოთხი გოლი ძალიან ბევრია...

30 წლით ახალგაზრდა კლინსი ჰერტას მეტად გამოადგებოდა

ჰერტას მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლინსმანმა, ბერლინში ბაიერნთან 0:4 განადგურების შემდეგ, კომენტარი გააკეთა

 


"ოთხი გოლი - ეს ძალიან ბევრია. ვფიქრობ, 60 წუთის განმავლობაში კარგად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ორი თუ 3 მომენტი შევქმენით, თუმცა ბაიერნი უპირატესობას ფლობდა. ვფიქრობ, გარდამტეხი მომენტი ჩვენ კარში დანიშნული პენალტი იყო. ამან გაგვტეხა," - თქვა კლინსმანმა.

 


ამჟამად, 36 ქულით ბაიერნი ბუნდესლიგის ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, ჰერტა კი 19-ით მეთოთხმეტეზეა.