ბითაძე ათამაშეს, ინდიანა დამარხეს

ინდიანასთვის უკვე ყველა გარჩევა მძიმეა. 

გოგა ბითაძემ ინდიანას სტანდარტული 5 ქულა და 1 მოხსნა მისცა. გოგა ბოლო ტესტებში სტაბილური გახდა. 1 იანვრიდან გოგამ ყველა თამაშში სულ მცირე, 1 ქულა დაირტყა. და, 1 იანვრიდან გოგა არასოდეს ასულა 6 ქულაზე ზემოთ.

ინდიანამ უკვე იცის, რამდენით და როგორ დატვირთოს ჩვენი ბიჭი, მაგრამ ამ კონკრეტულ ჩეხვაში ეს უმნიშვნელო იყო.

იუტამ ინდიანა დამარხა.

ჯაზი ძალიან კარგია. ალბათ, ლოს ანჯელესის ორი გუნდის შემდეგ, იუტა სიღრმით და სიძლიერეით მილუოკისთან ერთად 3-4 ადგილებზე ზის. ბოლო პერიოდში ჯაზი განსაკუთრებით მოქნილია.

იუტა მეთოდურად, ეტაპობრივად კლავდა.

მხოლოდ 7 ნასროლი და 3 ჩაგდებული საჯარიმო ინდიანასთვის. ამ რეგულარულის ორი ანტირეკორდი ჯაზის ოპონენტისთვის.

მაილზ ტერნერმა 6 ჩაჭრით კარიერის რეკორდი დასვა, იუტამ 21 შეცდომა დაუშვა, მაგრამ ინდიანამ ეს ფაქტორები ვერ გამოიყენა. იუტა უბრალოდ, სხვა დონეზეა. იუტას უკეთესი შემსრულებლები ჰყავს. იუტა ამ გუნდით ბევრ გადაამტვრევს.

დონოვან მიტჩელი (25 ქულა), რუდი გობერი (20, 14 მოხსნა), ბოიან ბოგდანოვიჩი (16) და მაიკ კონლი (12) ბევრს გადახსნიან.

ინდიანამ 15 ჩაჭრა გააკეთა. ბრავო, ძალიან მაგარია, მაგრამ ეს დიდი ანგარიშით წაგებამ გადაფარა. იუტა უფრო სერიოზული ტესტებისთვის ემზადება.

ინდიანა ფინიქსში ჩადის. მძიმე გარჩევა იქნება. ინდიანასთვის უკვე ყველა გარჩევა მძიმეა.

გუნდი ფლეი ოფის წინ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ემზადება.