ლეიკერსი და დერიკ როუზი

მიმდინარე კონტრაქტით დერიკს კიდევ ერთი გარანტირებული სეზონი აქვს. 

ლოს ანჯელესი კიდევ ერთი კარგი ბიჭით დაინტერესდა. ლოს ანჯელესში ორი მშიერი გუნდია. დღეს, ლეიკერსზე დავილაპარაკოთ.

გუნდი იგებს. გუნდი ხანდახან აგებს. და გუნდს აქვს სურვილი, რომ უკეთესი იყო. ან, ჯეკ ნიკოლსონი დურბინდს დაალომბარდებს და ლეიკერსი ყველაზე მაგარი ფანის გარეშე დარჩება.

ლეიკერსი დერიკ როუზით დაინტერესედა.

ლეიკერსის გარდა, ლიგის ისტორიაში ყველაზე უიღბლო MVP ფილადელფიასაც მაგრად მოსწონს, მაგრამ ლეიკერსი უფრო რეალური თემაა. ლეიკერსი ყოველთვის უფრო რეალური თემაა. ყველასთან შედარებით.

როუზის აგენტს კლიპერსიც დაუკავშრიდა, მაგრამ საუბარი ერთჯერადი იყო.

ლეიკერსი კლასიკური პირველი ნომრის გარეშე თამაშობს. კი, იქ ლებრონ ჯეიმსია, რომელიც შდეგიანი გადაცემებით ლიგის ლიდერია. ლებრონი აკონტროლებს ტემპს, ლებრონი აკონტროლებს გუნდს და ლებრონმა ვინმე კარგი და აზრზე მოსული უნდა დაიმატოს.

როუზის დონის ტიპი.

დერიკი 31 წლის არის. და, ბიჭს კარიერაში გამორჩეულად მოტივირებული სეზონი აქვს. როუზი დეტროიტშია, დეტროიტი უკანალშია, და, როუზს იქ გადასვლის სურვილი არ აქვს. ალბათ, ლეიკერსში უფრო კარგი უნდა იყოს.

მიმდინარე რეგულარულში როუზი საშუალოდ 18.3 ქულას და 5.9 პასს აგროვებს. 25.8 წუთში და 50.3 პროცენტით თამაშიდან. ძალიან მაგარი სტატისტიკა.

მიმდინარე კონტრაქტით დერიკს კიდევ ერთი გარანტირებული სეზონი აქვს. და, 7.6 მილიონი დოლარი. და, ლეიკერსში ის ამ თანხას უფრო მეტი მოტივაციით აიღებს.

მიდი ლებრონთან.

არ ინანებ.