ცვლილებები ვიტ ჯორჯიაში: ბევრნი წავიდნენ...

რა ცვლილებებია ეროვნული ლიგიდან გავარდნილ ვიტ ჯორჯიაში? 

გუნდმა ჯერ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა გორის დილასთან და 0:0 დაასრულა. სამწვრთნელო შტაბში ცვლილება არაა, მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ხაჩიძეა და მას მერაბ კოჭლაშვილი ეხმარება.

 

აი, შემადგენლობა კი დასუსტდა. ჯერჯერობით ასე ჩანს და მერე თუ დაიმატებენ ფეხბურთელებს, სხვა საქმეა.

 

გუნდიდან წავიდნენ


მეკარე: ნიკა ქავთარაძე; მცველები: ვასილ ქისიევი, მორის ნუსუევი; ნახევარმცველები: ლაშა ნანობაშვილი, ლუკა ვარძელაშვილი, ლუკა ჯანელიძე, გიორგი ვაზაგაშვილი, გიორგი ვეკუა; თავდამსხმელი: თამაზ მაქაცარია

 

ქისიევი, ნანობაშვილი, ვარძელაშვილი, ჯანელიძე და მაქაცარია ძირითად შემადგენლობაში თამაშობდნენ.


რამდენიმე ახალგაზრდა დუბლებიდან დააწინაურეს. ვიტ ჯორჯია 2 რეგიონულ ლიგაში პირველ ადგილზე გავიდა და მეოთხე ლიგაში დაწინაურდა. დამატებულებიდან სხვებზე ცნობილია შოთა დავლაშელიძე, რომელიც ორიოდე წლის წინ ვიტ ჯორჯიას ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ, მერე გერმანიის ქვედა ლიგაში წავიდა სათამაშოდ, იქიდან დაბრუნებული კი თბილისი სიტიში (ლიგა 4) იყო.

 

აი, შემადგენლობა დილასთან:  ისერგიშვილი, შეროზია, ბერაია, ავლოხაშვილი, ა.აბულაძე, შეყილაძე, აშორდია, ხიდეშელი, კუჭუაშვილი, ბოტკოველი, მუზაშვილი.  მეორე ტაიმი: ჩიკაშუა, კიკალიშვილი, ავლოხაშვილი, სეხნიაშვილი, ბექაური, ნემსაძე, ნ.აბულაძე, დავლაშელიძე, ბარაბაძე, ხუციანიძე, მუსელიანი