11 წლის განმავლობაში პირველად...

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკს დაშორდა.

 ეს მოხდა 11 წლის განმავლობაში პირველად! ჯანოს კარიერაში სხვა კლუბთან არც ჰქონია კონტრაქტი, მხოლოდ განათხოვრებით იყო როსტოვსა და კრილიაში. 

 

წასვლის დრო იყო. ალბათ, დაგვიანებულიც... სპარტაკში ქართველ ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. 2009 წელს, როცა ჯანო სპარტაკის მთავარ გუნდში დააწინაურეს, სულ სხვა იმედები გვქონდა.  

 

სად გააგრძელებს კარიერას ანანიძე, ჯერ უცნობია. დიდი შანსია, ეს კლუბი რუსეთის პრემიერლიგელი ტამბოვი იყოს.