ტოჩინოშინის ბრწყინვალე გდება! - იაპონელების იმედი დამარცხებულია! (ვიდეო)

ქართველი ორი დღეა დიდებულ სუმოს გვთავაზობს!

ჰაცუ ბაშოს მეათე დღეს, ტოჩინოშინი აღმოსავლეთის სეკივაკე ასანოიამას დაუპირისპირდა. ლევანმა სრულყოფილი მომზადება ვერ გაიარა, რის გამოც არასტაბილურად გამოიყურება, ასა კი პირიქით, ამ შერკინებამდე საკმაოდ კარგ ფორმაში იყო და ბალანსი 6:3-ზე ჰქონდა. 

 

გვახსოვს საჩემპიონო გზაზე მიმავალ ქართველს შიმპანებმა (მსაჯებმა) ასანოიამასთან გამარჯვება რომ წაართვეს. მაშინ, იმ მოგებით, ჩვენებური ოძეკის წოდებასაც იბრუნებდა. გარდა იმისა, რომ ლევანი კაჩი-კოშისთვის (დადებითი ბალანსი - 8 მოგება) იბრძვის, დასახელებული მიზეზის გამო, ეს შეხვედრა უაღრესად პრინციპულ მნიშვნელობასაც ატარებდა. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა იაპონელს ჰქონდა 1:3

 

ტაჩი-აი (თავდაპირველი შეჯახება) ლევანმა განსხვავებულად დაიწყო, პირდაპირ არ შეუტია და კარგი პოზიციის მოხელთება სცადა. ამ ბოლო დროს, ის სტარტზე ძალისმიერ შეჯახებას ოდნავ თავს არიდებს, რაც მასზე დადებითად აისახა. ასანოიამამ ჰიდარი-უვატე (მარცხენა ხელი მავაშიში ჩასჭიდა) აიღო, ქართველმა კი მიგი-იოცუ (მარჯვენა ხელი მავაშიში ჩასჭიდა). საყვარელი ჩავლება იაპონელის მხარეს იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქართველმა ის დოჰიოზე დააბზრიალა და შიტატენაგეს კიმარიტეთი (ილეთით) იაპონელების იმედი დოჰიოს დაანარცხა. 

 

ამ გამარჯვებით, ტოჩის ბალანსი 5:5-ზე გაუხდა.

 

ხვალ ის აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ოკინოუმის შეერკინება.