გაგრა ისევ ახალი გუნდია

როგორც ქართული კლუბების უმრავლესობა, გაგრას შემადგენლობაც ხშირად იცვლება. მაგალითად, შარშან ამ დროს თითქმის ყველა ფეხბურთელი წავიდა და სრულიად ახალი გუნდი შეიქმნა.

 ახლა მთლად ასე არაა, მაგრამ გუნდში ბევრი ახალი სახეა.

 

შეგახსენებთ, გაგრა ეროვნულ ლიგა 2–ში მეხუთე ადგილზე გავიდა.

 

გუნდიდან წავიდნენ  მეკარე ქურდაძე, ცენტრალური მცველი პატარკაციშვილი, ნახევარმცველები ნიკოლაშვილი, შეწირული, ბარაბაძე და ფაცაცია, თავდამსხმელი ოზბეთელაშვილი.

 

ახალ სახეებს რაც შეეხება. მეკარეები: კერესელიძე, ქავთარაძე (ვიტ ჯორჯიადან); მცველები: ბუიღლიშვილი (ლოკომოტივიდან), ჯაფარიძე (ლოკომოტივიდან), სამსონია (ბათუმის დინამოს დუბლებიდან), სანაშვილი (შუქურადან), ჯაფიაშვილი (სიონიდან), ნოზაძე; ნახევარმცველები: ხაბელაშვილი (მერანიდან), ვეკუა (ვიტ ჯორჯიადან), მუკბანიანი (ლოკომოტივის 19–წლამდელებიდან); თავდამსხმელები: მაღალდაძე, ჭკუასელი (ბათუმის დინამოდან). კიდევ, მძიმე ტრავმის მერე გამოჯანმრთელდა ნახევარმცველი პაპუაშვილიც.

 

გაგრა მუხიანის სარაგბო სპორტულ კომპლექსში, ხელოვნურზე ივარჯიშებს, საშინაო თამაშებს კი იმავე სტადიონზე, ოღონდ ბუნებრივ საფარზე ჩაატარებს.