ნიკამ დაგლიჯა!

ნიკამ წაიყვანა თამაში და ნიკამ წერტილი დასვა

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკა ბასილაშვილმა პირველ წრეში კორეელი სუნვუ კვონი გააჩერა.

 

უნდა გაეჩერებინა. კი, პირველი წრე რთულია და სტარტზე ფავორიტებიც აგებენ, მაგრამ ნიკამ ეს პრობლემა აირიდა.

 

5 სეტი.

 

6:7, 6:4, 7:5, 3:6, 6:3.

 

ნიკამ ტრადიციულად, რისკის ზღვარზე ითამაშა. ეისები, ორმაგები, ბევრი უნებლიე შეცდომა.

 

ნიკამ წაიყვანა თამაში და ნიკამ წერტილი დასვა.

 

ნიკას შემდეგ წრეში ფერნანდო ვერდასკო დაელოდება. ესპანელი ვეტერანი კარგია.

 

ნიკას ესპანელთან ორმატჩიანი ისტორია აქვს.

 

2018 - ნიკამ პეკინში 7:6, 6:4 დასვა.

 

2019 - ვერდასკომ ვენაში 4:6, 6:2, 6:1.

 

კარგი, საინტერესო გარჩევა იქნება. მეორე წრეში ბევრი პოპკორნი და მოთმინება დაგვჭირდება.