ძეგლები

... თვითონ მაინც ეწყინებოდა. თავი ხო ის გონია 


ამ ახალ წლებზე მალმიოში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ოქროში გავლებული ძეგლი წაახდინეს.  

ცნობილი ამბავია: მთელი მედია მოიარა. ძეგლი არა მხოლოდ წამოაქციეს, არამედ ცხვირიც მოახერხეს, ზედ საღებავებიც ასხეს და მოკლედ, ყველანაირად დაამახინჯეს, რაც კი შეეძლოთ. ფანობის ნამოქმედარი იყო, იმ წყენის გამო, რომ იბრაჰიმოვიჩს სხვა შვედური გუნდის, ჰამარბიუს წილი უყიდია და ისიც გამოუცხადებია, შვედეთში საუკეთესო გუნდად უნდა ვაქციო ეს ჰამარბიუო.

ჰოდა, ქვეყნად ჯერ კიდევ არსებულა ფანობა, რომელსაც გონებია,  რომ განთქმულ  იბრას რამედ ისეთად უღირს  ქალაქი, სადაც დაიბადა და იზარდა და ისე უყვარს კლუბი, სადაც ბავშვური ფეხბურთი და პროფესიონალობა დაიწყო, რომ თუკი სადმე ფულის ჩადებას გადაწყვეტს, სწორედ მშობლიურ მალმიოში და  მეტოქე კლუბის აქციებს არათუ ოდესმე შეისყიდის, არამედ მსგავსს არც ოდესმე გაიფიქრებს და არც მის განდიდებაზე  დაიწყებს ლაპრაკს.

იბრაჰიმოვიჩი ორმოცს უკაკუნებს და მართლა საოცარი ფეხბურთელია. განასაკუთრებით, გოლების გრძელი ფეხებით რაღაცნაირად გადატნის ამბავში.  უბრალოდ, მისი ფეხბურთელობა იმ დროებას დაემთხვა, როცა ან მესი იმსახურებდა ოქროს ბურთს, ან რონალდუ და ამიტომ, ამ ტრაბახა და ხამმა დიდმა ფეხბურთელმა ლამის გადაგვაყოლა იმას, რომ თვითონაც მაგარია.

ძირითადად, მხოლოდ ამაზე ლაპრაკობს და წერს.


ადრევე განქორწინებული ბოსნიელი მამის და ხორვატი დედის მალმიოში დასახლებულ ემიგრანტულ ოჯახში დაბადებული იბრა იქავე იზარდა და მერე იქავე  მიიღეს გუნდში, საიდანაც როგორც ხდება ხოლმე მიჰყიდეს აიაქსს, საიდანაც დაიწყო მისი დიადი გზა, როგორც არაერთგზის დაწყებულა დიდი ფებხურთლებისთვის სწორედ ამ აიქსიდან. 

მალმიოსთვის საწყენი ის დარჩა, რომ იქაურ ხალხს. ეგონა რომ იბრასთვის მალმიო სამშობლოა.

სამწუხაროდ, იბრანსნაირი ხალხისთვის და ასეთი ხალხი კი მრავალია ვარსკვლავურ, თუ უვარსკვლავო ცხოვრებაში, სამშობლო და სამყარო მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთრივ იბრაა და მეტი არაფერი.

საერთოდ, ეგ მშობლიურობის ამბავი თითქმის მკვდარია დღევანდელ ფეხბურთში. უბრალოდ, ეს იბრა რო ხარ, ეგებ ოდნავ დაფიქრდე.  

სინამვილეში, საქმე იოლადაა. დორტმუნდის სტადიონზე კი ვყოფილვარ, მარა იქ მიხაელ ცორკის ძეგლი არ მინახავს. არაა. ჩვიდმეტი წელიწადი გაატარა ბორუსიაში ამ ცორკმა და კაპიტანიც იყო და ყველაფერიც იქა. ლომი იყო მინდორზე და მშობლიურ ქალაქში. 

ჩვენს დროში,  ძეგლებს სულ ტყუილად უდგამენ ხოლმე ვიღაცეებს, განსაკუთრებით, მშობლიურ ქალაქებში. აგე, მარადონა: დაირება ბოკას თამაშებზე და ლამის ვენებს იჭრის იმ ბომბონიერაზე. ამ დროს ბოკაში, მას უთამაშია მხოლოდ 70 ჯერ. 40-ჯერ ახლაგაზრდობაში ერთი სეზონი და 30-ჯერ უკვე, როცა აღარსად ეთამაშებოდა ყველაფრიდან გაშვებულს: აი, კანიჯიასთან ერთად რო ცდილობდა რაღაცეებს და თმა კიდეც ბოკურად ჰქონდა შეღებილი. ამ დროს, მისი სახელი იშვა არგენტინოს ხუნიორსიდან, სადაც 163 თამაში ჩაატარა თინეიჯერობიდანვე და ასზე მეტი გოლი გაიტანა.


 

ბარე თხუთმეტი წელიწადია, არგენტინოს ხუნიორსის ახალ სტადიონს მისი სახელი ქვია. უნდა ერქვას? კაცი სხვა გუნდს გულშემატკივრობს. გასაგებია, მარადონაა და ამბავი. ჰოდა, ესეც იბრაა და იყიდა ჰამრბიუს წილები. 

ისე, იბრას ძეგლი ოქტომბერში დადგეს. ცოტა ხანს გაძლო. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეშტადიო და ლუჟის ეზოში ეუსებიოს ძეგლი მოანგრიონ ოდესმე. სხვებისაც, უამრავის. 

საერთოდ, ეგ იოლია: ძეგლი მართლა მშობლიურ ფეხბურთელს უნდა დაუდგა, ვინც თამაშითაც დაამტკიცა და ცხოვრებითაც, რომ ეს კლუბი და ეს ქალაქი მისია. ან სულაც, უბანი.  დღეს კი, სხვა დროა. ოქროს იბრა. კომედიაა. მარა, ,თვითონ მაინც ეწყინებოდა. თავი ხო ის გონია.