მანჩესტერში სულშერის შემცვლელს არჩევენ

ვინ მივა ოლდ ტრაფორდზე?

მანჩესტერი შესაძლოა მაურისიო პოჩეტინომ ჩაიბაროს. ბრიტანული მედია გვამცნობს, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია და მანკუნიელებს სურთ, რომ არგენტინელმა მანჩესტერი შემდეგი სეზონიდან გაწვრთნას.

 

არახალია, რომ მანჩესტერის მესვეურები მასიმილიანო ალეგრიზეც ფიქრობენ. მას მერე რაც იუვენტუსის ყოფილმა თავკაცმა ბიანკონერი დატოვა, ბევრჯერ დაიწერა, რომ მას ოლდ ტრაფორდზე იწვევენ.

 

რაც შეეხება პოჩეტინოს, 52 წლის მწვრთნელი ბოლოს ტოტენჰემში მუშაობდა და გუნდი შარშან ნოემბერში დატოვა.

 

მანჩესტერს პრემიერლიგაში 34 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. მომდევნო ტურში მანკუნიანელები ბარნლის უმასპინძლებენ.