კავაის კვირა, რასის სერია

სიმონსთან ერთად ფილადელფია საჩემპიონო ტემპის შენარჩუნებას ცდილობს. 

ფილადელფიას აკლია ჯოელ ემბიდი. დიდი ბიჭის გარეშე გუნდი აგებს ხოლმე.

კლიპერსს აკლია პოლ ჯორჯი. დიდი ბიჭის გარეშე გუნდი აგებს ხოლმე.

და, ფილამ ბენ სიმონსით და კლიპერსმა - კავაი ლეონარდით აკრიფეს. სიმონსი და ლეონარდი ბოლო კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს.

სიმონსმა შეასრულა. ოთხიდან სამი მოგება. და, სიმონსის 21.3 ქულა, 9.5 მოხსნა, 7.3 პასი და 1.3 ჩაჭრა. სერიოზული სტატისტიკა.

ლეონარდი კლავდა. 38.0 ქულა, 5.0 პასი, 4.7 მოხსნა, 2.7 ჩაჭრა. მაიკლ ჯორდანის სტატისტიკა. და, კლიპერსმა სამივე თამაში წამოიღო.

ლეონარდთან ერთად კლიპერსი დაუნდობელია. არის ჩავარდნები, მაგრამ გუნდი მთქმელ თამაშებს იგებს. ეს კავაის სტილია.

სიმონსთან ერთად ფილადელფია საჩემპიონო ტემპის შენარჩუნებას ცდილობს. და, ემბიდთან ერთად ფილადელფიას ფლეი ოფში მაგრად შორს გასვლა შეუძლია.

კავაი ამ სეზონში - 26.9 ქულა, 7.3 მოხსნა, 5.1 პასი, 2.0 ჩაჭრა. სიმონსი - 16.0 ქულა, 8.5 პასი, 7.8 მოხსნა, 2.2 ჩაჭრა.

* * *

რას უესთბრუქი გახდა მეორე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, რომელმაც სამმაგი დუბლი ყველა გუნდის წინააღმდეგ დასვა.

რასმა დაგლიჯა. და, ჰიუსტონი ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია. ამ ნაგიჟართან და ჯეიმს ჰარდენთან ერთად.

რასმა ოკლაჰომასთან 32, 12 პასი და 11 მოხსნა შეკრა. 146-ე სამმაგი დუბლი კარიერაში.

პირველი მოთამაშე, რომელმაც სამმაგი დუბლი ყველა გუნდთან ხია, იყო ლებრონ ჯეიმსი (2019).

მეფე.