"თავს გარდაცვლილად ვგრძნობ, მაგრამ ცოცხალი ვარ"

შარშან 21 იანვარს მოხდა ტრაგედია, რომელზეც დიდხანს იწერებოდა: 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა.

 სალა კერძო თვითმფრინავით მიფრინავდა პილოტ დევიდ აიბოტსონთან ერთად. საფრანგეთიდან უელსისკენ... ფეხბურთელი რამდენიმე დღის გადასული იყო ნანტიდან კარდიფში.

 

თუმცა კარდიფამდე ვერ მიაღწია. თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიმსხვრა და მხოლოდ 3 თებერვალს იპოვნეს მისი სხეულის ნარჩენები. ასევე გარდაიცვალა პილოტიც. 13 დღის შემდეგ იპოვნეს...

 

სამი თვის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა სალას მამა.

 

რაც შეეხება დედას, BBC–სთან საუბარში თქვა, რომ თავადაც გარდაცვლილად გრძნობს თავს:

 

მერსედეს ტაფარელი (ემილიანო სალას დედა): „სულ მასზე ვფიქრობ. მეგონა, დრო რაღაცას შეცვლიდა, მაგრამ ტკივილი არ გამქრალა. ემილიანო 15 წლის იყო, როცა სამზარეულოში შემოვიდა, მაკოცა და მითხრა: „დედა, მე ფეხბურთელი უნდა გამოვიდე“. ეს შეასრულა. ფეხბურთი სიგიჟემდე უყვარდა და სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა, რომ ინგლისში გადასვლით ძალიან გახარებული იყო.

 

...გამამახნევებელ სიტყვებს ხშირად ვისმენ საფრანგეთიდან, ინგლისიდან, იტალიიდან. მათ არ ვიცნობ, მაგრამ კარგია, რომ ჩემი შვილი ახსოვთ. სამწუხაროდ, დღესაც ძალიან განვიცდი. თავს გარდაცვლილად ვგრძნობ, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ.

 

...საშინელი წელიწადი იყო. ერთი წელი გავიდა, რაც დილის 6 საათზე გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე და საშინელი ამბავი მოვისმინე. არადა, ეს თითქოს გუშინ იყო“.