მადრიდში უსარგებლო მიუნხენში წავიდა

ოდრიოსოლა ბაიერნში განათხოვრდა

ალვარო ოდრიოსოლა, მადრიდის რეალის მარჯვენა მცველი, რომელიც ბოლო დროს დანი კარვახალის ჩრდილში იყო, კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს. 

რეალი და ბაიერნი ფეხბურთელის განათხოვრებაზე უკვე შეთანხმდენენ - ოდრიოსოლა გერმანიაში სეზონის ბოლომდე თამაშებს, მერე კი ხელახალი მოლაპარაკების დრო დადგება. თუ გაამართლებს, ფეხბურთელი მიუნხენში დარჩება და არ ფიქრობენ, რომ ესპანელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. ფაქტია, რომ რეალს ეს ფეხბურთელი მაინცდამაინც არც სჭირდება. ოდრიოსოლა რეალის ძირითად გუნდთან ერთად რამდენიმე დღეა არც ვარჯიშობს.

24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სულ 4 მატჩი ჩაატარა, თავი კი არაფრით გამოუჩენია.