ჩიჩარიტო ამერიკაში წავიდა

მექსიკელის სევილიური კარიერა ხანმოკლე გამოდგა

ხავიერ ერნანდესმა სევილია დატოვა და კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. ბოლო ინფორმაციით, ჩიჩარიტო ლოს ანჟელეს გალაქსის ღირსებას დაიცავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხნიან კონტრაქტს მოაწერა ხელი მექსიკელმა ფორვარდმა.

 

გამოცდილი თავდამსხმელი სევილიაში ვესტ ჰემიდან შარშან ზაფხულს 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 31 წლის ფეხბურთელმა ანდალუსიელთა  რიგებში 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

 

 

ერნანდესმა კარიერა გვადალახარაში დაიწყო. შემდეგ იყო მანჩესტერი, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. იუნაიტედის გარდა მან რეალის, ბაიერის და როგორც უკვე გითხარით, ვესტ ჰემის მაისურაც მოირგო.