მოურინიომ კავანიზე საუბარს თავი აარიდა

კავანის პარიზელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება

ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ედინსონ კავანის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარის გაკეთება არ მოისურვა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-ის შემტევი გუნდს ახლო მომავალში დატოვებს.


"პარიზული გუნდის პრეზიდენტთან, ბატონ ნასერ ელ ჰელაიფისთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. პსჟ-ის სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს უდიდეს პატივს ვცემ. სამომავლოდ ამ ურთიერთდამოკიდებულების შენარჩუნება მსურს. მათ ფეხბურთელზე არ ვისაუბრებ, რადგან პატივისცემა ჩემთვის მნიშვნელოვანია", - თქვა მოურინიომ.


32 წლის ურუგვაელის კონტრაქტი ფრანგულ გრანდთან მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება.


შეგახსენებთ, ურუგვაელი ფორვარდი პარიზული გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. წლევანდელ სეზონში მან 14-ჯერ ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.