ბექემის გუნდს აგუერო სურს

ლეგენდარული ინგლისელის კლუბი სიტის შემტევის გაფორმებას შეეცდება

MLS-ში ახლად დაწინაურებულ ინტერ მაიამის სერხიო აგუეროს შეძენა სურს. აღსანიშნავია, რომ ამერიკული გუნდის ერთ-ერთი თანამფლობელი ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველი, დევიდ ბექემი გახლავთ.

 

The Sun-ის ინფორმაციით, 31 წლის არგენტინელი მაიამური კლუბის შემოთავაზებას განიხილავს. ამჟამად აგუეროს ქალაქელებთან 2021 წლამდე კონტრაქტი აკავშირებს.

 

წლევანდელ გათამაშებაში მან 22-ჯერ ითამაშა, 20 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

 

შეგახსენებთ, ინტერ მაიამი MLS-ს შემდეგ სეზონში შეუერთდება. ფლორიდური გუნდი ჩემპიონატის პირველ შეხვედრას საშინაო არენაზე 2020 წლის 14 მარტს გამართავს.