ბარსელონამ 120 მილიონი გამოყო

როცა მესის უნდა

ბარსელონას ინტერიდან ლაუტარო მარტინესის გადაბირება სურს. დიდი ხანია, რაც ბლაუგრანამ არგენტინელ ფორვარდს დაადგა თვალი, თუმცა ამ მხრივ წინსვლა ჯერჯერობით არაა.

 

ბოლო ცნობებით, ესპანური გრანდი ინტერს მარტინესის სანაცვლოდ უახლოეს დღეებში 120 მილიონ ევროს შესთავაზებს. მოგეხსენებათ ლა ლიგის ჩემპიონებს ძალიან სურთ არგენტინელის დამატება და როგორც ჩანს, მზად არიან მიზნის მისაღწევად სოლიდური თანხა გადაიხადონ. ცნობისთვის, ტრანსფერის ინიციატორი არც მეტი არც ნაკლები ლეო მესია. რამდენიმე თვის წინ ლეო გუნდის მესვეურებს შეხვდა და თანამემამულის შეძენა სთხოვა. 

 

მარტინესი ინტერში 2018 წლის ზაფხულში არგენტინული რასინგიდან გადავიდა. ამ სეზონში იგი გუნდის უდავო ლიდერი და სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. აგვისტოდან მოყოლებული ლაუტარომ 25 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. 

 

რაც შეეხება ბარსელონას, მოგეხსენებათ სუარესი ტრავმირებულია და გუნდს 4 თვეში დაუბრუნდება. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ბარსას მესვეურებს ფორვარდის შეძენა სურთ. ინტერის გოლეადორის გარდა კატალონიელებს ტიმო ვერნერის ყიდვაც უნდათ.