ფედერერი არ ითვლება

310 კვირა პირველ ადგილზე - რეკორდი.

ჩოგბურთი როჯერ ფედერერია. შვეიცარიელი ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ჯერ დგას და ეიტიპი თავს უხრის ლეგენდას.

გამოქვეყნდა ერთეულების ახალი რეიტინგი, რომელშიც როჯერი მესამეა. და, ეიტიპის ისტორიაში ფედერერი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც Top 10-ში 900 კვირა გაატარა.

ფედერერი პირველ ათეულში 2002 წლის 20 მაისს (კარიერაში პირველი, ჰამბურგის მასტერსის მოგების შემდეგ, ფინალში - მარატ საფინთან) შევიდა. ჩამოჯდა, დაისვენა, მოწრუპა ლიმონათი და დარჩა.

როჯერი ათეულიდან ოთხი წლის გავიდა. ტრავმის გამო. ფედერერი იქ ზედიზედ 734 კვირით დარჩა. როჯერი ათეულში 2017 წლის 30 იანვარს დაბრუნდა. ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ. როჯერი ათეულზე მეტია.

310 კვირა პირველ ადგილზე - რეკორდი.

218 კვირა მეორე ადგილზე.

218 კვირა მესამე ადგილზე.

და, კარიერაში მოგებული 103 ტურნირიდან, 100 როჯერმა პირველ ათეულში დაირტყა.

კლასიკა.

ფედერერს ითვლიან. და, როჯერი არ ითვლება.

როჯერი ბევრია.

ავსტრალიაში ფედერერი ჩემპიონობისთვის შეასკდება ყველას. ერთ-ერთი ბოლო შანსი ლეგენდას, რომელიც ყველაზე ელეგანტური და განსაკუთრებულია.