AUS Open. ავსტრალიას კალაშნიკოვაც გამოეთიშა

ნიკას იმედი გვაქვს...

ოქსანა კალაშნიკოვას ავსტრალიაში თამაში არ გამოსდის. ის, როგორც წინა წელს, ასპარეზეობას ახლაც საწყის წრეში გამოეთიშა. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, წყვილებში, მიიუ კატოსთან ერთად, მე-7 ნომრად განთესილ ჰაო-ჩინ ჩანსა და იუნ-იან ჩანთან დამარცხდა - 6:7; 3:6

 

შეგახსენებთ, 23 იანვარს, დილის 4 საათზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი 36 წლის ვეტერან ფედერიკო ვერდასკოს დაუპირისპირდება.