ჯოკერი

როლან გაროზე ჯოკოვიჩი ალბათ, წელსვე დახურავს წრეს და კიდევ ერთხელ გაეცინება.

გაიცინეთ, რატომ ხართ ასეთი სერიოზული?

კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩი გადის და ეს უკვე მოვლენაა. პროგრამაშია - მოგება, იუმორი ცინიზმის ზღვარზე და დაუსრულებელი კომუნიკაცია აუდიტორიასთან.

ნოვაკის სთენდაფებს ყველა შეაფასებს. და, დააფასებს.

და, დაიწყება ახალი წრე.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა მეორე წრეში ტაცუმო იტოს 6:1, 6:4, 6:2 მოუგო. და, გააიცინა. იტომაც გაიცინა. და, მთელმა აუდიტორიამაც.

მელბურნში ნოვაკმა ერთეულებში 70-ე შეხვედრა აიღო.

და, Australian Open გახდა მესამე მეიჯორი, სადაც სებრს სულ მცირე, 70 მოგება აქვს.

ავსტრალია - 70:8.

როლან გარო - 68:14.

უიმბლდონი - 72:10.

US Open – 72:11.

როლან გაროზე ჯოკოვიჩი ალბათ, წელსვე დახურავს წრეს და კიდევ ერთხელ გაეცინება.

სერბამდე იგივე შედეგი აქვს როჯერ ფედერერს. უბრალოდ, შვეიცარიელს ყველა მეიჯორზე 70+ აქვს. მალე, ამ კლუბში ნოვაკიც შევა.

და, აუდიტორიას კიდევ ერთ სთენდაფს შესთავაზებს.

გაიცინეთ, რატომ ხართ ასეთი სერიოზული?