AUS Open. ჩილიჩიც ჩოგბურთელია

კიდევ ერთი მოგების შემთხვევაში მარინი ზედიზედ მესამედ გადავა ამ სლემის მეორე კვირაში. 

მარინ ჩილიჩმა რამდენიმე წლის წინ ამერიკის ღია გარჩევები მოიგო. მარინმა იქ დაგლიჯა. ფინალში ჩილიჩმა გადაამტვრია კეი ნიშიკორი.

და, მარინი არასტაბილურია.

მარინი იყო არასტაბილური მაშინ, როდესაც კარიერაში ყველაზე დიდ ჯეკპოტს ხსნიდა, მაგრამ ორი კვირით შეინარჩუნა აგრესია და ყველა დაყარა.

დღეს, ჩილიჩი ინერციით ფავორიტია.

ინერციით და კოლექციით. ყველას ახსოვს მარინის ძველი შედეგები და ყველა ელოდება. არ იციან - რას, მაგრამ ელოდება.

ავსტრალიის მეიჯორზე მარინმა ენიგმატურ ფრანგ ბენუა პერთან ხუთი სეტი ისპარინგა და მოიგო. ჩილიჩმა, რომელიც აქ, მელბურნში ორი წლის წინ ფინალამდე მივიდა, 6:2, 6:7, 3:6, 6:1, 7:6 დასვა.

კიდევ ერთი მოგების შემთხვევაში მარინი ზედიზედ მესამედ გადავა ამ სლემის მეორე კვირაში. მისთვის - უკვე დიდი წარმატება.

ჩილიჩი დღეს რეიტინგში უკან (39) ზის. ჩილიჩმა პერს 17 ეისი აარტყა და ჩილიჩმა ყველას გაახსენა, რომ ხანდახან, ისიც ჩოგბურთელია.

 

ბენუამ 30 ეისი შეაგროვა. და, მაინც წააგო.

მარინის შემდეგი ოპონენტი - ძირითადში ველური ბარათით შესული ამერიკელი მაიკლ მმო ან, ძალიან მაგარ ფორმაში მყოფი ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი.

ჩეხვა იქნება.