მეკარე მეკარესთან

ვის რამდენი?!

ამას წინათ ერთერთ გამორჩეულ მეგოლე-მეკარე ხოსე ლუის ილავერტზე გიამბეთ და ისიც ვთქვით, კარიერის განმავლობაში 67 გოლი გაიტანა, მათ შორის რვა ეროვნულ გუნდში, რომელშიც 74 მატჩი ჩაატარაო. გოლები მას ძირითადად ჯარიმებით და პენალტებით გაჰქონდა.
მასზე მეტი - 131 გოლი კი მხოლოდ სან პაულუს ლეგენდარულ მეკარე როჟერიო სენის გაუტანია. მან ეს შედეგი 1990-დან 2015 წლამდე დააფიქსირა. სენის ანგარიშზე არის 61 ზუსტად შესრულებული ჯარიმა და 69 უნაკლო პენალტი. მისი ამბავი უნიკალურია იმიტომაც, რომ ყველა -131 - გოლი მხოლოდ ერთი კლუბისთვის გაიტანა. სხვათა შორის, 6-ჯერ ჯარიმიდან და 8-ჯერ პენალტის ნიშნულიდან მან ლიბერტადორესის თასის გათამაშებისას იხეირა. 

 

 

პარაგვაელი მეკარე ჩილავერტი მეგოლე-მეკარეებს შორის, როგორც ვთქვით,  მეორეა, თუმც ერთადერთი გახლავთ გახლავთ, ვისაც ჰეთ თრიქი გაუკეთებია.    
ჩილავერტის შემდეგ 46 გოლით ექსტრავაგანტული მექსიკელი ხორხე კამპოსი მოდის, ბულგარელი დიმიტარ ივანკოვის ანგარიშზე 42 გოლია, ხოლო შეშლილ კოლუმბიელ რენე იგიტას მეტოქეები 41-ჯერ ჰყავს დამწუხრებული. 
საინტერესოა, გერმანელი ჰანს-იორგ ბუტის შედეგიც. მან 1994-2012 წლებში 32 გოლი გაიტანა, თუმც ეგ არაფერი, მან რეკორდულად ბევრი პენალტი გაიტანა ბუნდესლიგაში, სამი გოლი კი ჩემპიონთა ლიგის მატჩებისას იზეიმა...