ვიდრე ვაჭრობენ...

ერიკსენი მილანს ითხოვს

ტოტენჰემის ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი ინტერს კი ეშურება, მაგრამ ჯერჯერობით მამლები შორს იჭერენ. 

მილანური კლუბი დანიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს იხდის. ლონდონელებს ორით მეტი სურთ. ხოლო ვიდრე კლუბებს შორის 2 მილიონზე მიდის ვაჭრობა, იანვარი იწურება, რაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვასა და შესაბამისად ერიკსენის ლონდონშივე დარჩენას ნიშნავს. 

ტოტენჰემში დარჩენას კი ლონდონური კლუბის უფულოდ დარჩენა მოჰყვება. კრისტიან ერიკსენს მამლებთან კონტრაქი ზაფხულში უმთავრდება და მერე, მის სანაცვლოდ, ოდენ საკომპენსაციო თანხას თუ გადაიხდიან.   

27 წლის დანიელმა მიმდინარე სეზონში ამდენივე მატჩი ჩაატარა და თავი სულ სამი გოლით გამოიჩინა.