ბაიერნს კიდეზე გაუჭირდა

დუგლას კოშტა მიუნხენში მიდის

გერმანულმა ბილდმა მადრიდის რეალიდან მიუნხენის ბაიერნში ალვარო ოდრეასოლას ნათხოვრობის შესახებ ხომ ამცნო საზოგადოებას და აგერ, იგივე გამოცემა წერს, ამ ზამთარს გერმანული გრანდი ტურინის იუვენტუსიდან დუგლას კოშტას ტრანსფერსაც გაჩარხავსო. 

სერჟ გნაბრისა და კინგსლი კომანის ტრავმიანობის შემდეგ ბაიერნს ფლანგებზე პრობლემები შეექმნა და ამიტომაც გახდა სასწრაფოდ აუცილებელი ფრთის ფეხბურთელების დამატება.

 

 

თავად ბრაზილიელი იუვენტუსში საკმარისი სათამაშო დროის არქონით არის უკმაყოფილო და  თვალი წასვლაზე ამიტომაც უჭირავს. ბაიერნში გადასვლის  ვარიანტიც კარგ დროს გამოუჩნდა.

დუგლას კოშტამ ამ სეზონში იუვეს მაისურით სულ 10-ჯერ ითამაშა და ოდენ სამი საგოლე პასით გამოიჩინა თავი. 

საინტერესოა, რომ ბაიერნში ის 2025-2027 წლებში თამაშობდა და გერმანიის ორგზის ჩემპიონია.