ვინ შეცვლის სუარესს?

ბარსა ფორვარდს ეძებს

ბარსელონა დაშავებული ლუის სუარესის შემცვლელის მოძებნა ცდილობს და ამიტომაც ვალენსიაში როდრიგო მორენო მიადგა. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. 

ბარსაში ამბობენ, რომ ტრანსფერი ძნელად თუ გამოვა, მაგრამ ისინი ცდას არ დააკლებენ.  მორენოს ვარიანტი თუ არ გამოვა კატალონიელები არსენალის პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ან ლაიფციგელ ტიმო ვერნერზე გადერთვებიან.  აქ-იქ  მონაკოელ თავდამსხმელ ბენ იედერზეც ითქვა, თუმცა მორენო მაინც ყველაზე სავარაუდო ვარიანტია.

 

 

სუარესმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა. მისთვის სეზონი დამთავრებულია, რადგანაც  რეაბილიტაციას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება. ვინაიდან ამ ეტაპზე კატალონიური კლუბი ფულის ხარჯვას ერიდება, გადაწყვიტა ისეთი ფეხბურთელი მოძებნოს, ვინც ექვსთვიან კონტრაქტს დაყაბულდება. ხოლო, თუ ფეხბურთელი ახალ კლუბს კარგად მოერგება ზაფხულში უკვე ნაღდ გამოსყიდვაზე დაიწყება მუშაობა.