ნორვეგია ოთხეულის მესამე წევრია

უფრო და უფრო დაძაბული შეხვედრები გველოდება

22 იანვარი 2020

ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ნახევარფინალისტი გახდა ნორვეგია, რომელიც ესპანეთსა და ხორვატიას შეუერთდა. მეოთხე დღეს გამოვლინდება - სლოვენია ან უნგრეთი.  

ნორვეგიამ ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. ისლანდია ბევრით ჩამორჩა პირველ ნახევარში (12-19), მაგრამ ბოლოსკენ სხვაობა შეამცირა, 28-31.

ნორვეგია - ისლანდია

სლოვენიელებმა ბოლო 15 წუთში გატეხეს პორტუგალია, რომელსაც თავადაც ჰქონდა ნახევარფინალში გასვლის შანსი. მეტოქის მეკარე კინტანას 15 სეივის მიუხედავად, ორმა ცაციამ, ბლაზ იანცმა (7 გოლი) და იურე დოლენეცმა (6) მაინც მოუტანეს სლოვენიას გამარჯვება 29-24, თუმცა, ნახევარფინალის გასანაღდებლად ეს არ კმარა და გუნდი უნგრეთის შედეგზეა დამოკიდებული.

სლოვენია - პორტუგალია

უნგრეთ-შვედეთის მატჩში 48-ე წუთზე ანგარიში 18-18 იყო, მაგრამ ამის მერე უნგრელებმაა 6 უპასუხო გოლი გაუშვეს და 18-24 წააგეს. ისინი დღეს, ბოლო ტურის პირველ მატჩში ხვდებიან პორტუგალიას, რომელსაც ნახევარფინალში გასვლის შანსი არა აქვს, მაგრამ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზურს გაინაღდებს. თუ პორტუგალიამ მოიგო ან ფრედ მაინც ითამაშა, მაშინ სლოვენია ნახევარფინალში გავა, თუ არა და, ქულა ექნება ნორვეგიასთან ასაღები, რადგანაც უნგრეთთან პირადი მატჩი წაგებული აქვს.

შვედეთი - უნგრეთი

დღეს ვენასა და მალმიოში ორივე ჯგუფის 6 თამაშია, რის შემდეგაც ფინალური უიკენდის განრიგი საბოლოოდ დადგინდება.

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

მთავარი რაუნდი. 2 ჯგუფი. მალმიო, შვედეთი, 21 იანვარი

პორტუგალია-სლოვენია 24-29

გომესი 6, კინტანა 15/43 - იანცი 7, დოლენეცი 6, ფერლინი 10/33

ნორვეგია-ისლანდია 31-28

საგოსენი 9, ბერგერუდი 13/37 - გუდმუნდსონი 6

უნგრეთი-შვედეთი 18-24

სიტა 4, მიკლერი 14/38 - გოტფრიდსონი 5, აპელგრენი 11/29

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ------ქ

ნორვეგია-------4---4---0---0---124-105--8

სლოვენია------4---3---0---1---108-99---6

უნგრეთი-------4---2---0---2---100-106--4

პორტუგალია--4---1---0---3---112-116--2

ისლანდია------4---1---0---3---101-110--2

შვედეთი-------4---1---0---3-----88-97---2

22 იანვარი

19:00 პორტუგალია-უნგრეთი (სილკ სპორტი)

21:15 ნორვეგია-სლოვენია (სილკ სპორტი)

23:30 ისლანდია-შვედეთი (სილკ უნივერსალი)

1 ეტაპიდან: სლოვენია-შვედეთი 21-19, ნორვეგია-პორტუგალია 34-28, უნგრეთი-ისლანდია 24-18

17 იანვარი. სლოვენია-ისლანდია 30-27. ნორვეგია-უნგრეთი 36-29 პორტუგალია-შვედეთი 35-25

19 იანვარი. პორტუგალია-ისლანდია 25-28, სლოვენია-უნგრეთი 28-29, ნორვეგია-შვედეთი 23-20

1 ჯგუფი. ვენა, ავსტრია

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ------ქ

ესპანეთი-------4---4---0---0---131-105--8

ხორვატია------4---4---0---0---105-91---8

გერმანია-------4---2---0---2---115-103--4

ავსტრია--------4---1---0---3---103-120--2

ბელარუსი-----4---1---0---3---102-124--2

ჩეხეთი---------4---0---0---4---100-113--0

22 იანვარი

19:00 ხორვატია - ესპანეთი (სილკ უნივერსალი)

21:15 ბელარუსი - ავსტრია (სილკ სპორტი)

23:30 ჩეხეთი - გერმანია (სილკ სპორტი)

1 ეტაპიდან. ხორვატია - ბელარუსი 31-23, ჩეხეთი - ავსტრია 29-32, ესპანეთი - გერმანია 33-26 

16 იანვარი. ესპანეთი - ჩეხეთი 31-25, ხორვატია - ავსტრია 27-23, ბელარუსი - გერმანია 23-31

18 იანვარი. ბელარუსი - ჩეხეთი 28-25, ესპანეთი - ავსტრია 30-26, ხორვატია - გერმანია 25-24

20 იანვარი. ხორვატია - ჩეხეთი 22-21, ბელარუსი - ესპანეთი 28-37, ავსტრია - გერმანია 22-34

ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი

24 იანვარი. ნახევარფინალი

25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის

26 იანვარი, ფინალი

 

მომზადებულია ხელბურთის ფედერაციის გვერდის მიხედვით