საქართველომ თურქეთი გაანადგურა

საქართველო ევროპის ჩემპიონატის 10 საუკეთესო გუნდშია

წყალბურთში, ევროპის ჩემპიონატში, მე-9 ადგილისთვის ოთხი გუნდი იბრძვის: საქართველო, გერმანია, თურქეთი და რუმინეთი. 22 იანვარს, საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდა და 6 ბურთით გაანადგურა - 12:6

 

ფავორიტებად ჩვენი წყალბურთელები ითვლებოდნენ და ეს სტატუსი პირველისავე მეოთხედში გაამართლეს - 4:1; შემდეგ იყო ფრე: 2:2; მესამე მეოთხედი კვლავინდებურად სამი ბურთით მოვიგეთ: 4:1; ბოლო მეოთხედში კი გუნდებმა ორ-ორი გოლი გაცვალეს.

 

საქართველოს ნაკრებიდან გოლები გაიტანეს: ბაღათურია - 3; ბითაძე - 3; ჯახაია - 2; მაგრაქველიძე - 1; იმნაიშვილი - 1, ცრეპულია - 1

 

საქართველოს ნაკრები, მე-9 ადგილისთვის მატჩში, გერმანიასა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება...