AUS Open. ბასილაშვილი VS ვერდასკო

რომ მოიგოს, ბასილაშვილმა აკურატულად უნდა ჩააწოდოს.

ნიკა ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში ესპანელ ვეტერანს ფერნანდო ვერდასკოს გაესაუბრება.

ნიკას აკლია სტაბილურობა. მასთან შედარებით სუსტ სუნვუ კვონთან ნიკამ ხუთი სეტი იომა და ესპანელმა სამ სეტში მოაგვარა ევგენი დონსკოის პრობლემა.

გავიაროთ ესპანელის ფაქტები.

ვერდასკო აქ, მელბურნში - 24:16.

საუკეთესო შედეგი - ½ ფინალი, 2009. ვერდასკო კარიერის ყველაზე ეპიკურ ჩეხვაში შეხვდა რაფაელ ნადალს. ფერნანდოს შეეძლო მოგება და თამაში დაუნდობელმა რაფაელმა წამოიღო - 6:7, 6:4, 7:6, 6:7, 6:4. ხანგრძლივობა - 5 საათი და 10 წუთი.

ვერდასკო შარშან - მოიგო მიომირ კეჩმანოვიჩთან და რადუ ალბოტთან. მესამე წრეში ვერ გაქაჩა მარინ ჩილიჩთან - 6:4, 6:3, 1:6, 6:7, 3:6. 4 საათი და 18 წუთი.

ნიკასთან - 1:1. 2018, პეკინი - ბასილაშვილი 7:6, 6:4; 2019, ვენა - ვერდასკო 4:6, 6:2, 6:1.

წელს - 3:1. ¼ ფინალი დოჰაში.

რეიტინგში - 51 (საუკეთესო შედეგი - 7, 2009).

V სეტში - 25:23.

გადამწყვეტ სეტში - 177:174.

ჰარდზე - 258:222.

I სეტის მოგების შემდეგ - 430:94.

I სეტის წაგების შემდეგ - 118:323.

მემარჯვენეებთან - 467:364.

ცაციებთან - 79:53.

ნიკას სერიოზული ტესტი ექნება. ვერდასკო ასაკშია (36), მაგრამ ერთი კონკრეტული თამაშის მოგება ფერნანდოსაც შეუძლია.

რომ მოიგოს, ბასილაშვილმა აკურატულად უნდა ჩააწოდოს.

ხვალ, ჩვენ ნიკა გვქვია.