ბეილის ამბავი პრეზიდენტებმა განიხილეს

ტრანსფერი 30 მილიონი

ტოტენჰემმა და რეალმა გარეთ ბეილის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი გამართეს... თანაც პირველი პირების დონეზე - პრეზიდენტები დენიელ ლევი და ფლორენტინო პერესი ერთმანეთს მადრიდში შეხვდნენ. ლევიმ კოლეგას ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა. 

 

ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტებმა უელსელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე საუბრისას აქცენტი კლუბის იანვარშივე გამოცვლაზე გააკეთეს თუ ზაფხულის მიდი-მოდის პერიოდზე, თუმც ნებისმიერ შემთხვევაში, მათი საუბარი ბეილის ტოტენჰემში დაბრუნებას შეეხებოდა. ჩვენი ესპანელი კოლეგები იტყობინებიან, რომ ერთსაათიანი შეხვედრისას ლევიმ რამდენჯერმე იკითხა ბეილსა და ზინედინ ზიდანს შორის წმინდა საფეხბურთო ურთიერთობაზე. 

შეგახსენებთ, მადრიდელთა 30 წლის უელსელმა ჰავბეკმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და ორი გოლით გამოირჩა. ვთქვათ ისიც, რომ გარეთ ბეილი რეალში შვიდი წლის წინ სწორედ ტოტენჰემიდან გადავიდა...