მორის ყვითელაშვილი მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს

ორივე ქართველმა კვალიფიკაცია დასძლია

ავსტრიის ქალაქ გრაცში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. თავდაპირველად ასპარეზობაში ვაჟთა ერთეულთა თანრიგის მოციგურავეები ჩაერთნენ, სადაც ორი ქართველი ირაკლი მაისურაძე და მორის ყვითელაშვილი ასპარეზობენ.

 

მოკლე პროგრამის შემდეგ, ორივემ კვალიფიკაცია დასძლია და ბრძოლას განაგრძობენ.

 

ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში კარიერაში საუკეთესო შეფასება მიიღო 82,77 ქულა. რაც მე-4 შედეგი გამოდგა. მას კარგი შანსი აქვს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლოს, რადგან მესამე ადგილზე მყოფი რუსი სპორტსმენი არტურ დანიელიანი ორ ქულაზე ოდნავ ნაკლებით უსწრებს.

 

ირაკლი მაისურაძემ კი, მოკლე პროგრამაში 74,13 ქულა დაიმსახურა და მე-15 ადგილზეა. კვალიფიკაცია სულ 23 მოციგურავემ დასძლია. ჩემპიონატს 89,77 ქულით ჩეხი მიხაილ ბრეზინა ლიდერობს.