ჯანოს კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა (ვიდეო)

კადრებს კვიპროსული მედია ავრცელებს

კვიპროსული goal.philenews უკვე წერდა, რომ ჯანო ანანიძის ტრანსფერი ანორთოსისთან მხოლოდ დროის ამბავი იყო. მიზეზებიც მოიყვანეს - ევროპაში თამაშის სურვილი, მარტამდე ფორმის აღდგენა, ქეცბაია, ოქრიაშვილი, ლორია, კაჭარავა, დაუშვილი - თუმცა, რაც ყველაზე მეტად თვალში რაც მოგვხვდა და გვესიამოვნა, პირველ აბზაცში მოყვანილი სიტყვებია „ანორთოსისი ისტორიაში ერთერთ უდიდეს ტრანსფერს ამზადებს“

 

ეს ხმები, როგორც აღმოჩნდა, სიმართლეს შეესაბამება. ჯანო უკვე კვიპროსშია და ანორთოსისის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს. მისი ჩასვლის კადრებს მედია ავრცელებს

 

წინასწარი ინფორმაციით, ქართველი კლუბთან 5 თვიან კონტრაქტს გააფორმებს...