კავანის დედა: პსჟ ცუდად იქცევა

ბერტა გომესი პარიზელებზე გაბრაზებულია

ედინსონ კავანის დედამ, ბერტა გომესმა, პარიზული გუნდის ხელძღვანელები ღიად გააკრიტიკა. მცირე სათამაშო დროის გამო კავანის კლუბიდან წასვლა სურს, ხოლო ფრანგული გრანდი ურუგვაელის გუნდიდან წასვლას ეწინააღმდეგება.


"პსჟ-ის პოზიცია ჩვენთვის გასაგებია. ერთადერთი, რასაც ვერ ვხვდები - მათი ჩემი შვილის დატოვება სურთ, თუმცა მას მხოლოდ 6 წუთით ათამაშებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ედინსონმა პარიზული გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა, ისინი ცუდად ექცევიან. გაბრაზებული ვარ, რადგან პსჟ არასწორად მოქმედებს. თუ ის არ გჭირდებათ, ატლეტიკოში წასვლის შესაძლებლობა მიეცით, ამ გუნდს ის ნამდვილად გამოადგება", - თქვა გომესმა.

 

ურუგვაელი შემტევი პარიზული გრანდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს.

შეგახსენებთ, კავანი პარიზელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია - მან 293 შეხვედრაში 198 გოლი გაიტანა.