მბაპე: რონალდუს კვალდაკვალ სიარული მსურს

მბაპემ მესი და რონალდუ შეადარა

საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევმა, კილიან მბაპემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა. ახალგაზრდა ვარსკვლავის თქმით, მას კრიშტიანუ რონალდუს კვალდაკვალ სიარული სურს.

 

"ყველაზე მეტად მესის თამაში მხიბლავს. ბარსელონას შემადგენლობაში მან ყველაფერი მოიგო. ლიონელის მსგავს კარიერაზე ფიქრი ჩემთვის უკვე გვიანია, რადგან ამ შემთხვევაში მონაკოში უნდა დავრჩენილიყავი. არგენტინელის პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის სამაგალითო კრიშტიანუ უნდა იყოს", - თქვა ფრანგმა ფორვარდმა.

 

შეგახსენებთ, მბაპე მონაკოს აღზრდილია.2017 წლიდან ის პსჟ-ის ღირსებას იცავს.

 

საფრანგეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში მან 14-ჯერ ითამაშა, 13 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.