კონორი კრივში მსოფლიო ჩემპიონს შეხვდება

ორი ბრძოლა გაიმართება - კრივში და MMA-ში

პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის ხელმძღვანელმა, ბობ არუმმა განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორსა და ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში WBO-ს ვერსიით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ტერენს კროუფორდს შორის ორთაბრძოლის ორგანიზება სურს.

 

"კონორი ფლოიდ მეივეზერსა და მენი პაკიაოზე გვესაუბრება, თუმცა მე მაკგრეგორისა და ტერენს კროუფორდის ჩხუბს სიამოვნებით ვიხილავდი. ერთი დაპირისპირება კრივის რინგზე გაიმართება, ხოლო მეორე - შერეული საბრძოლო ხელოვნების წესების დაცვით. როგორც ვიცი, კროუფორდი ჭიდაობაში გამოცდილია - MMA-ის წესებით ბრძოლაზე ის უარს არ იტყვის. დანა უაითთან ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ", - თქვა არუმმა.

 

შეგახსენებთ, 19 იანვარს მაკგრეგორმა 2018 წლის შემდეგ პირველი ბრძოლა ჩაატარა - მან დონალდ სერონე დაამარცხა.