კარვახალის ოთხი "მსხვერპლი"

დანისთან აზრი არ აქვს

მადრიდის რეალიდან ალვარო ოდრიოზოლა 6 თვიანი იჯარით მიუნხენის ბაიერნში გადავიდა. ესპანელი მარჯვენა მცველი იმ ფეხბურთელებს შეუერთდა, რომელიც დანი კარვახალის გამო გუნდიდან წავიდნენ. 

 

საერთოდ, რეალი ორ წელიწადში ერთხელ მარჯვენა მცველს ყიდულობს, რომელზეც ფიქრობენ, რომ კარვახალს კონკურენციას გაუწევს, თუმცა ამ უშედეგო მცდელობებში უკვე 72 მილიონი დახარჯეს. 

 

ალვარო არბელოა, დანილო, ჰაკიმი და ოდრიოზოლა ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ესპანელის კონკურენციას ვერ გაუძლეს. 

 

2013 წელს, როდესაც დანი ლევერკუზენიდან რეალში დაბრუნდა, ძირითადის ფეხბურთელი არბელოა იყო, თუმცა დაბერდა და მისი შეცვლა შეგვიძლია ბუნებრივ პროცესს მივაწეროთ. 

 

დანილო რეალმა პორტოდან 32 მილიონად შეიძინა. ბენიტესი მას ძირითადის ფეხბურთელად ხედავდა, თუმცა ზიდანის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ბრაზილიელი დროს ვერ იღებდა და სიტიში გადასვლა არჩია. 

 

ჰაკიმიმ აკადემიაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, მაგრამ ძირითად გუნდში თამასის საშუალება არ ეძლეოდა. მაროკოელმა პირველ გუნდში სულ 17 შეხვედრა ჩაატარა. 

 

ოდრიოზოლა რეალს 40 მილიონი ევრო დაუჯდა, დიდ იმედებსაც ამყარებენ, თუმცა კარვახალი შემადგენლობაში შეუცვლელი ჩანს...