შერმადინს ვერ აჩერებენ! - ამჯერად ჩემპიონთა ლიგაში...

შერმადინი დაფრინავს

ჩემპიონთა ლიგაში ტენერიფე შესანიშნავად გამოიყურება - მათ 12 თამაშში 10 გამარჯვება იზეიმეს. 22 იანვარს ესპანური გუნდი თურქეთში გაზიანტეპთან სათამაშოდ ჩავიდა და... 23 ქულით მოიგო...

 

ტენერიფე ფავორიტი იყო და საქმეს თავიდანვე სერიოზულად მიუდგა, პირველი სამი მეოთხედი მოიგო და ბოლო, სადაც ინტრიგა აღარ არსებობდა - ფრედ ითამაშა. 

 

საბოლოოდ, ტენერიფეს სასარგებლოდ - 88:65

 

 

მარსელინო ჰუერტასთან ერთად, გიორგი შერმადინი პარკეტზე საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 20 ქულა მოიპოვა (8 - ორქულიანი; 4 - ზუსტი საჯარიმო); ბურთი შვიდჯერ მოხსნა და 3 ზუსტი პასი გააკეთა. მისი მარგი ქმედების კოეფიცინეტი +27 იყო. 

 

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში, 28 იანვარს, ტენერიფე აუტსაიდერ რიგას მიიღებს.