ოფიციალურად - ანანიძე ანორთოსისის ფეხბურთელია

ქართველი ლეგიონერი ქეცბაიას გუნდს შეუერთდა

ფამაგუსტას ანორთოსისმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა - 27 წლის ქართველი ნახევარმცველი კვიპროსული გუნდის ღირსებას დაიცავს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ მოსკოვის სპარტაკთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.

 

ანანიძემ პირველი კომენტარიც გააკეთა.

 

"მოხარული ვარ აქ ყოფნით, ჩემთვის პრიორიტეტი ევროპა იყო. გუნდის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი თემურს, მადლობას ვუხდი. მას ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მის გუნდში ჩემი ხილვა ახარებს, ამიტომ აქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს. გუნდისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები.

რუსეთიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან არაერთი შემოთავაზება მქონდა, თუმცა ანორთოსისი ავირჩიე. ჩემს გადაწყვეტილებაში გადამწყვეტი როლი თემურმა ითამაშა - აქ სწორედ მის გამო ვარ", - თქვა ქართველმა ლეგიონერმა.

 



ჯანო ქეცბაიას გუნდის მეხუთე ქართველი ლეგიონერი გახდა. მასთან ერთად ანორთოსისში გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ.

 

 

შეგახსენებთ, ანანიძე მოსკოვური გუნდის ღირსებას უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში იცავდა.