ოდრიოზოლას შემდეგ ჰაკიმიც?

ჰაკიმის მძიმე არჩევანი

ბაიერნისთვის მარჯვენა მცველის პოზიცია პრობლემატურია, რომელიც დროებით, ოდრიოზოლას 6 თვიანი იჯარის წესით დამატებით გადაჭრეს.

 

მიუნხენელები ამ პრობლემის გადაჭრას აშრაფ ჰაკიმის შეძენით ცდილობენ, რომელიც რეალს ეკუთვნის და დორტმუნდში 2 წლიანი იჯარის მეორე სეზონში იმყოფება. 

 


ბაიერნი ჰაკიმის შესაძენად დეკემბრიდან აქტიურობს, თუმცა იანვარში მისი შეძენა ძალიან რთული იქნებოდა და ოდრიოზოლა ამ პრობლემის დროებით გადაწყვეტად მიიჩნიეს

 


გადაწყვეტილება მისაღები თავად მაროკოელ ფეხბურთელს ექნება, მან იცის, რომ რეალში კარვახალის შემცვლელად მოუწევს ყოფნა, თუმცა 9 წლის იყო, როდესაც კასტილიაში პირველად შეაბიჯა.

 

 
ბაიერნი მსუყე წინადადება ამზადებს, დაახლოებით ისეთს, როგორც ლუკას ერნანდესში გადაიხადეს - დაახლოებით 80 მილიონი ევრო.