რაიოლა: პოგბა მანჩესტერში უბედურია

აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე კომენტარი გააკეთა

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის, პოლ პოგბას აგენტმა, მინო რაიოლამ Goal.com-თან ფრანგი ვარსკვლავის მომავალზე ისაუბრა.

 

„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუბარი არ მსურს. რაც შეეხება პოგბას, შეძლებისდაგვარად, ორივე მხარის ინტერესები უნდა დაკმაყოფილდეს. თუ ეს შეუძლებელია, პრობლემის გადაჭრის სხვა გზებიც არსებობს, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ. ამ წუთისთვის მანჩესტერში პოგბა უბედურია, რადგან ის ვერ თამაშობს, მაგრამ მან თავად აირჩია ეს გუნდი. ვაღიაროთ: ყველამ იცის, რომ ბოლო წლებში იუნაიტედს არაერთი ამბიციური გეგმა ჩაეშალა.

 

ზაფხულში ყველაფერს გაიგებთ. თუ პოგბა ისევ მანჩესტერის გეგმებშია... ანდა, ამ თემაზე აღარაფერს ვიტყვი“, - თქვა რაიოლამ.

 

შეგახსენებთ, ფრანგი ვარსკვლავით ტურინის იუვენტუსი აქტიურად ინტერესდება. იტალიური მედია პოგბას ყოფილ გუნდს უკავშირებს. წყაროს ცნობით, ტურინელები ზაფხულში მის დაბრუნებას შეეცდებიან.