ზაიON!

ზაიონის სრული სტატისტიკა - 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 11/8 თამაშიდან, 4/4 სამიანი.

ლიგამ მიიღო ახალი მონსტრი.

ზაიონ უილიამსონი!

ნიუ ორლეანზის ფორვარდმა სან ანტონიოსთან 18 წუთი ითამაშა. ცოტაა. ფანები მეტ ზაიონს ითხოვდნენ. და, ფანებმა არ აპატიეს მისი შეცვლა გუნდის მთავარ მწვრთნელს ელვინ ჯენტრის, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ გააკეთა ის, რაც მას ექიმებმა ურჩიეს.

ზაიონი 22 ქულით აფეთქდა! ზაიონმა ბოლო მეოთხედის 3 წუთში 17 ქულა აიღო!! ზაიონი რეალურია!!!

და, თითქმის არავის არ გაახსენდა, რომ სან ანტონიომ უილიამსონის დებიუტი მოიგო. სპერსმა ზედიზედ მესამე მოგებით მიმდინარე რეგულარულის პირადი რეკორდი გაიმეორა და მერვე ადგილისთვის ბრძოლაში მაგარი ბონუსი აიღო.

121:117. სან ანტონიოს ეს შედეგი ეკუთვნოდა.

გუნდს აკლია სტაბილურობა, მაგრამ ჰყავს გრეგ პოპოვიჩი. რომელმაც უცენტროდ და ბევრი სუსტი დამცველით მოგება დაამუღამა. სიბერეში ბევრ რაღაცას ამუღამებ. იმასაც, რაც არ მოგწონს.

და, ისევ ზაიონი - 5 ქულა პირველ 11 წუთში. ხდება ხოლმე. 5 ქულას ამ დროში იაკობ პიოლტლიც აიღებს.და, შემდეგ, ის ერთი მონაკვეთი - 188 წამში ზაიონმა თავისი გუნდის ზედიზედ 17 ქულა დააგროვა.

ზაიონის სრული სტატისტიკა - 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 11/8 თამაშიდან, 4/4 სამიანი.

გუნდი დაშლილია, ბრენდონ ინგრემის სტატისტიკა გაუარესდება, მაგრამ ზაიონი მოუმატებს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

და, სან ანტონიოზე შემდეგში წავიჭორაოთ. გაგვიგებენ. სპერსი კიდევ ბევრს მოიგებს.