ლებრონი კობიზე წინ

ამ სეზონში ჯეიმსი კობის გადაასწრებს.

ლეიკერსმა ნიუ იორკს ნიუ იორკში 100:92 აარტყა. მოსალოდნელი შედეგი. პლიუს, ლეიკერსმა ენტონი დევისი აუშვა და დიდმა ბიჭმა 28 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი აიღო.

ლებრონ ჯეიმსმა არ იმუშავა. ინერციით აკრიფა 21, 6 მოხსნა, 5 პასი, 5 ჩაჭრა. დაისვენა და უკვე ახალი თამაშისთვის ემზადება.

პარალელურად, ლებრონი კიდევ ერთ რეკორდზე მიდის.

რეკორდზე, რომელიც ლეიკერსის ბევრ ფანს სახიდან ღიმილს აათლის.

ლებრონ ჯეიმსი კობი ბრაიანტს გადაასწრებს!

ნიუ იორკთან გარჩევამდე ლებრონი კობიზე 66 ქულით უკან იყო. და, როგორც კი მისი კარიერა 33 644 ქულაზე ავა, ის კობის ქულებით დამარხავს.

კობი ლებრონს ტიტულებით უსწრებს.

ლებრონი კობის - კალათბურთით, აღიარებით, ფინალებით, ქარიზმით.

კობი არ არის წინააღმდეგი. კობი მზად არის. კობი ლებრონს აუცილებლად დაურეკავს. და, თუ ეს შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართება, ის პირადად გადაეხვევა ტიტანს.

ჯეიმსი ბოლო 6 ტესტში 26.2 ქულას აგროვებს. ექვსიდან 4 მატჩში მან 30 ან მეტი ქულა დასვა. მონსტრი.

ამ რეგულარულში 35 წლის ჯეიმსი 25.2 ქულას და ლიგაში ყველაზე ბევრს, 11 ზუსტ პასს კრავს. ლებრონმა უკვე გააკეთა 9 სამმაგი დუბლი. ლეიკერსის რეკორდი ერთ სეზონში სამმაგი დუბლებით არის 13 (მეჯიქ ჯონსონი).

შარშან, ჯეიმსმა (პირველად 13 წლის განმავლობაში) გამოტოვა ფლეი ოფი.

ამ სეზონში ჯეიმსი კობის გადაასწრებს.

და, კარიერის ბოლომდე მოკლავს კარლ მელოუნის (36 928) და ქარიმ აბდულ-ჯაბარს (38 387) შედეგს.

ეს ლებრონია.

და, ჯეიმსი მეფეა.