ატლეტიკო პსჟ-სთვის ახალ წინადადებას ამზადებს

ტრანსფერის განსახორციელებლად მხოლოდ გუნდის თანხმობაღაა საჭირო

ატლეტიკოს პსჟ-დან ედინსონ კავანის შეძენა სურს. არახალია, რომ ფრანგებმა როხიბლანკოს პირველი წინადადება დაბლოკეს, ბოლო ცნობებით ესპანელები მზად არიან პსჟ-ს 15 მილიონი და ბონუსები გადაუხადოს. შეგახსენებთ, რომ ტუხელის გუნდი 20 მილიონს ითხოვს.

 

ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ატლეტიკოში გადაბარგება თავად ფეხბურთელსაც სურს. მას მერე, რაც პსჟ-ში მაურო იკარდი გადავიდა, ურუგვაელის სათამაშო დრომ საგრძნობლად მოიკლო. ამ სეზონში ფორვარდმა ძირითადში მხოლოდ 6-ჯერ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ატლეტიკოს გარდა კავანის გადაბირება ტოტენჰემს და ჩელსისაც სურთ.

 

რაც შეეხება როხიბლანკოს, სიმეონეს გუნდი 35 ქულით მე-3 ადგილზეა და ჩემპიონობის მცირე შანსი აქვს. ლა ლიგის უახლოეს მატჩში მადრიდელები ლეგანესს უმასპინძლებენ.