პლატინი სამსახურში მიიღეს

მიშელ პლატინიმ ფეხბურთში მუშაობა დაიწყო. ეს დიდი ხნის შესვენების შემდეგ...

ფრანგი ლეგენდა პროფესიონალი ფეხბურთელების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ამ ფედერაციას FiFpro ჰქვია.

 

პლატინი უეფას პრეზიდენტი გახლდათ და 2015 წელს აუკრძალეს ფეხბურთში საქმიანობა. თავიდან 8–წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მერე კი 4 წლამდე შეუმცირეს. ფრანგს დისკვალიფიკაციის ვადა 2019 წლის 8 ოქტომბერს გაუვიდა.