ტოჩინოშინი ტაკაკეიშომ ულამაზესი გდებით დაამარცხა...

ხვალ, ალბათ, ტოჩინოშინს უბრძოლველი გამარჯვება ერგება

ჰაცუ ბაშოს მეთორმეტე დღეს, ექს-ოძეკი ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაკეიშოს შეხვდა. 2019 წლის ჰარუ (მარტის) ბაშოზე მათი გადამწყვეტი შერკინებაც გვახსოვს, თუ ტოჩინოშინი მოიგებდა, ოძეკის წოდებას შეინარჩუნებდა, თუ ტაკაკეიშო, ოძეკი გახდებოდა. მაშინ ტაკაკეიშომ მოიგო და, საერთოდაც, ამ ორთბრძოლამდე - 9 შერკინებიდნა 7 მისი გამარჯვებით დასრულდა, ჩვენებურის ორი მოგებიდან ერთი კი ფუზენით (მეტოქის არ გამოცხადების გამო გამარჯვება) ერგო.

 

სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დღესაც გაგრძელდა. ტაკაკეიშო თუ აქამდე ტოჩინოშინს დაშით (მიწოლით) ამარცხებდა, ამჯერად ულამაზესი კოტენაგე (გდება) შეასრულა.

 

ამ გამარჯვებით ტაკაკიეშომ 12-დან მეათე ორთაბრძოლა მოიგო, ტოჩინოშინისთვის კი 7 მარცხის წილ 5 გამარჯვება აქვს.

 

მეცამეტე დღეს, ქართველი გოლიათი ოძეკი გოეიდოს შეერკინება, რომელმაც უკვე მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დააფიქსირა და შემდეგ ბაშოზე სეკივაკემდე დაქვეითდება. შესაძლოა, დოჰიოზე არც გამოვიდეს და უბრძოლველი გამარჯვება გვერგოს...