ბასილაშვილი უკვე ისტორიაა

ვერდასკო მესამედ გაესაუბრა ნიკას. და, პირადში წინ გავიდა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკა ბასილაშვილმა მეორე წრეში წააგო.

 

ოპონენტი - ფერნანდო ვერდასკო.

 

ანგარიში - 6:4, 6:7, 4:6, 4:6.

 

მსვლელობა - დაძაბული, არათანაბარი ტესტი, რომელშიც მოიგო იმან, ვინც ნაკლები შეცდომა დაუშვა.

 

ვერდასკო მესამედ გაესაუბრა ნიკას. და, პირადში წინ გავიდა.

 

ესპანელი ჰარდზე კარგია. ბოლო პერიოდში აკლია სტაბილურობა, მაგრამ ერთი კონკრეტული მატჩისთვის განწყობა შეუძლია. 4 წლის წინ ვერდასკომ ამ ტურნირის პირველ წრეში გააგდო რაფაელ ნადალი.

 

ვერდასკომ უფრო მობილიზებულად ითამაშა და ვერდასკო შემდეგ დონეზეა. და, აქ ვერდასკო საშა ზვერევს გაესაუბრება.

 

 

საინტერესო ჩეხვა იქნება.