ბათუმი ბელეკშია

თებერვალშიც იქნება...

თურქეთის ზღვისპირეთში მოსამზადებლად მყოფ თბილისის დინამოსა და საბურთალოს დღეს ბათუმი შეუერთდა. ვიცე-ჩემპიონები ბელეკში დაბინავდებიან, სადაც 2 თებერვლამდე დარჩებიან. გია გეგუჩაძის გუნდისთვის ეს მზადების პირველი ეტაპია, შემდეგ ბათუმელები შინ დაბრუნდებიან, 11-დან 23 თებერვლამდე ისევ ბელეკს მიუბრუნდებიან. 

შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, ჯერჯერობით გუნდმა მხოლოდ ახალგაზრდებში უკრაინელი ევროპის ჩემპიონი მეკარე იგორ ლევჩენკო დაიმატა. ასევე ჭაბუკი ბრაზილიელი ჟულიო ვინისიუსი.

 

 

თურქეთში პირველი შეკრებისას ბათუმი, ცხადია, ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებს. 25 იანვარს მეტოქე კრაკოვის ვისლა იქნება, 29-ში კი სერბული რადნიჩკი და ერთიც შეხვედრაც სავარაუდოდ 1 თებერვალს გაიმართება. მეორედ წასვლისას გეგუჩაძე შეგირდებს 13-ში დონეცკის ოლიმპიკს გააჯიბრებს, 16-ში დნიპროს, 19-ში ბრესტის დინამოს და ან ესტონურ ლევადიას ანაც მინსკის დინამოს.

თურქულ შეკრებაზე დინამო ბათუმი შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: მიხეილ ალავიძე, იჰორ ლევჩენკო, ლევან შოვნაძე, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა ჩალაძე, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, ვაჟა ფაცაცია, ლევან გეგეჭკორი, კიჭი მელიავა, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ბენჟამინ ტეიდი, მათე ცინცაძე, ვაკო თევდორაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ჟულიო ვინისიუს სოუზა, ფლამარიონ ჯოვინო, ვლადიმერ დვალიშვილი, ნიკა საბანაძე.