კლოპმა რეალის ფეხბურთელს დაადგა თვალი

მერსისაიდელებს მიზნის მისაღწევად 70 მილიონის გადახდა მოუწევთ

იურგენ კლოპს ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. ბრიტანული პრესის ცნობით, გერმანელს რეალიდან ისკოს გადაბირება უნდა. კლოპი თვლის, რომ მადრიდელთა შუახაზელი ლივერპულის ნახევარდაცვას უფრო მრავალფეროვანს გახდის. აქვე გეტყვით, რომ ისკოს ფასი 70 მილიონი ევროა.

 

ბოლო 1 წელია, რაც ისკოს შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება. მისი სახელი პსჟ-ს, ჩელსის და იუვენტუსს დაუკავშირეს, ყველაზე მეტად კი სიტი აქტიურობს. ცნობილია, რომ ალარკონი გვარდიოლას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და დიდი ხანია, რაც ქალაქელთა თავკაცს თანამემამულის გადაბირება სურს.

 

ისკო რეალში 2013 წლის ზაფხულში მალაგადან გადავიდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 17 მატჩი და 1 გოლია.